იაპონურმა ტუნინგ ატელიემ Vitt Performance-მა W221 Mercedes-Benz S63 AMG-სთვის ახალი აერო ტუნინგ პაკეტი წარმაოდგინა, რომელსაც მან Squalo უწოდა. დიდი მიხვედრა არ უნდა იმას, რომ ავტომობილს დამატებული აქვს ახალი წინა ბამპერი და უკანა ბამპერები, ახალი დიოდის მაშუქები, მოლდინგები, ჭრილებიანი წინა ფრთები, საბარგულის სპოილერი, დიფუზორი, 22 დიუმიანი დისკები და ახალი ჩამხშობები. სავარაუდოდ ატელიემ ავტომობილის ტუნინგი, Wald Black Bison-ის სტილში, ანუ მეორე იაპონურ ატელიესთან კონკურენციის მიზნით გამოუშვა. აღსანიშნავაი პაკეტის ფასიც, რომელიც 630,000 იენს, ანუ 6,400 ევროს შეადგეს. როგორც იაპონელები ამბობენ, ავტომობილის სხვა დეტალები, ინტერიერი და პერფორმანსი ხელიხლებელი დარჩა. იხილეთ ფოტოები და დააფიქსირეთ თქვენი მოსაზრება.

სტატიის წყარო: news.drive.ge
|