გასაუდუმლიებული Mercedes SLS AMG Black Series-ი უამრავ ტესტირებას გადის მანამ სანამ წარმოებაში ჩაეშვება, ამჯერად კი ის პაპარაცებმა არქტიკულ პოლუსზე დააფიქსირეს, სადაც ლოგიკური იქნება თუ ვიფიქრებთ, რომ ავტომობილის "ცივ" პირობებში გადის ტესტირებას. გამომდინარე იქიდან რომ ავტომობილს კიდევ კარგად დააგვიანდება, მისი ვიზუალური ცვლილებები სრულიად დამალულია, თუმცა ფაქტია, რომ მისი წინა და უკანა ბამპერები სრულიად ახლი მოყვანილობის იქნება, ასევე აღსანიშნავია დაგანიერებული ფრთები და ინტერიერის შიგნით მოთავსებული უსაფრთხოების კარკასი.  სამწუხაროდ ინფორმაცია არც ავტომობილის ძალური დანადგარის შესახებ არის ცნობილი, თუმცა თუ სხვა შავი სერიის Mercedes-ებს გავიხსენებთ, უნდა ვივარაუდოთ, რომ მის კაპოტქვეშ ყველასთვის კარგად ნაცნობი, ატმოსფერული 6,2 ლიტრიანი V8 ძრავი აღმოჩნდება, რომელსაც დაახლოვებით 650 ცხენისძალა ექნება. ასეთი სიმძლავრე ავტომობილს საშუალებას მისცემს 0-100 კმ/სთ-მდე 3,8 წამზე ნაკლებში აჩქარდეს და გაავითაროს 320 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე.
SLS AMG Black Series-ის პრეზენტაცია 2012 წელს შედგება მისი გაყიდვები კი 2013 წლისთვის იგეგმება. სავარაუდოდ ავტომობილის ფასი 330,00+ დოლარი იქნება.

სტატიის წყარო: News.Drive.Ge
|