ორშაბათი, 21.07.2025, 05:20
მოგესალმები Гость | RSS
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
რეკლამა
რეკლამა
შესვლის ფორმა
რეკლამა
რეკლამა
ქველმოქმედება
ძებნა
კალენდარი
«  იანვარი 2012  »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031
ვიდეო განწყობისთვი
ვიდეო განწყობისთვი
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
BMW თუ MERCEDES?
სულ პასუხი: 15
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
მთავარი » 2012 » იანვარი » 10 » "ფორდის" ეკოლოგიური ავტო-მარხილი სანტასთვის
19:36
"ფორდის" ეკოლოგიური ავტო-მარხილი სანტასთვის

                                                                                                                                                                ახალი წლის წინ, "ფორდის" ბრიტანული შტოს დიზაინერებმა ჩვეულ საქმეს ცოტა ხნით ზურგი აქციეს და თავიანთი გონება სანტა კლაუსისთვის ახალი, 21-ე საუკუნის მარხილის დასაპროექტებლად მომართეს.

რა თქმა უნდა, მათი მარხილი არ იყენებს ირმების გამწევ ძალას - ირმების ნაცვლად, მარხილის გადაადგილებას პატარა, სამცილინდრიანი ძრავი უზრუნველყოფს.

თუ სანტამ "ფორდის" მარხილი მიიღო, ეს იმას ნიშნავს, რომ ღვაწლმოსილი ირმები - დაშერი, დანსერი, პრანსერი, ვიქსერი, კომეტი, კუპიდი, დონერი, ბლიტცენი და რუდოლფი პენსიაში გავლენ. მათ სერია "ეკობუსტის" 1.0-ლიტრიანი სამცილინდრიანი შიდაწვის ძრავი შეცვლის. რატომ?

ამას "ფორდის" დიზაინერი პოლ რაიტი ასე განმარტავს: "რა თქმა უნდა, ირმები მარხილს ძალიან უხდებიან და ისინი სანტას დიდი ხანია ემსახურებიან, მაგრამ ყოველწლიურად ატმოსფეროს 214 670 ტონა ნახშირორჟანგის ექვივალენტურად აბინძურებენ. ამიტომ, რაღაც უნდა მოგვეფიქრებინა, რათა სანტას უფრო "მწვანე" გზით ევლო". როგორც ჩანს, ცისფერი ოვალის დიზაინერების ფანტაზია სახვითი ხელოვნების ფარგლებს გასცდა...

მაგრამ თურმე, მთლად ასეც არაა. "ფორდი" აცხადებს, რომ ზემოთ დასახელებული ექვივალენტური მაჩვენებელი ჰაერიდან არავის მოუტანია. კერძოდ, "ფორდში" "გამოითვალეს", რომ მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ბავშვებისთვის საჩუქრების დასარიგებლად, სანტას ყოველწლიურად მოგზაურობისას დაახლოებით 200 237 360 კილომეტრის გავლა უწევს. ამ მანძილს მშიერი ირმებით ვერ დაფარავს. ჰოდა, მათი საკვებისთვის დაახლოებით 191 მილიონი დოლარი ეხარჯება.

მაგრამ თუ მარხილში ამერიკული კომპანიის ნაქებ ძრავს შევაბამთ, მაშინ სანტას ხარჯი თითქმის 90 პროცენტით, დაახლოებით 19.1 მილიონ დოლარამდე შეუმცირდება. მაინც, რა ძრავია ასეთი? განსაკუთრებული არაფერი - მიუხედავად თავისი მცირე მუშა მოცულობისა, ის 125 ცხენის ძალას და 170 ნიუტონმეტრს გამოიმუშავებს. რა დინამიკურ მახასიათებლებს ანიჭებს მარხილს? ამაზე "ფორდს" არაფერი უთქვამს.

ამერიკული კომპანია დაუკავშირდა სანტას, რომელსაც ახალი მარხილის პროექტი მოსწონებია, თუმცა: "დონერს და ბლიტცენს ჯერ ამის შესახებ არაფერს ვეტყვი, მაგრამ ახლავე შემიძლია გითხრათ, რომ ჩრდილოეთის პოლუსზე მცხოვრებ პოლარულ დათვებს, "ფორდის" ეკობუსტიანი ძრავით აღჭურვილი მარხილი ძალიან მოეწონებათ" - თეთრი დათვები სუფთა ჰაერით ისუნთქებენ!

ახალი მარხილი სანტას მეუღლესაც მოსწონებია: "რა თქმა უნდა, მივესალმები ყველაფერს, რაც ჩემს ქმარს შინ მალე დავრუნებაში შეუწყობს ხელს. თანაც, კარგ ბავშვებს საჩუქრებით უფრო სწრაფად გაახარებს. მაგრამ რა გითხრათ, ვერაფერს შეგპირდებით".

"ჩვენ უკვე შემდეგი თაობის მარხილის კონცეპციაზე ვფიქრობთ. რამდენადაც ელექტრომობილების ელემენტების ტექნოლოგიები სულ უფრი იხვეწება, მომავალში ალბათ მარხილს ნულოვანი გამონაბოლქვის მქონეს გავაკეთებთ", - დასძენს რაიტი.

მოკლედ, "ფორდში" არამხოლოდ კონცეპცია შექმნეს, არამედ მას ზღაპრის მსგავსი განმარტებაც დაურთეს...

ნანახია: 579 | დაამატა: leon | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Copyright MyCorp © 2025