ატელიე Pogea Racing-მა ინტენეტ სივრცეში გაავრცელა 1959 Chevrolet Corvette-ს მოდიფიცირებული ვერსიის ფოტოები და ინფორმაცია. როგორც ირკვევა ავტომობილი, უცნობი მომხმარებლისთვის 1 ეგზემპლარად შეიქმნა, რომელსაც ატელიემ ახალი დაკიდების სისტემა, ახალი სამუხრუჭე სისტემა, დიოდის მაშუქები, ახალი დისკები (ახალის პორტული საბურავებით) და ახალი საღებავი დაუმატა, რომელიც კომპანია Ferrari Rosso-მ შეასრულა. ატელიემ ავტომობილის ინტერიერზეც იზრუნა და მას ახალი სავარძლები, ძვირფასი ტყავის მასალა, ახალი სპორტული საჭე და Alpine-ს აუდიო სისტემა დაუმატა.
რაც შეეხება ავტომობილის 6.2 ლიტრი მოცულობის V8 ძრავს, ატელიემ მას უფრო დიდი ზომის საწვავის მიმწოდებელი სისტემა, სპორტული ჰაერის ფილტრი და უჟანგავი საბოლქვი სისტემა დაუმატა. ასეთი ცვლილებების შედეგად ავტომობილის სიმძლავრე 485 ცხენისძალამდე ხოლო ბრუნი 585 ნიუტონმეტრამდე გაიზარდა. ასეთი სიმძლავრის Vette 0-100 კმ/სთ-მდე 3,9 წამში ჩქარდება და ავითარებს მაქსიმალურ 288 კმ/სთ-ს.
სტატიის წყარო: Www.News.Drive.Ge
|