
Sportback-ის, Coupé-ეს, Cabriolet-ის და ჩამოთვლილის S5 ვერსიების შემდეგ Audi-იმ RS5-იც განაახლა განახლებაში რათქმა უნდა მხოლოდ ფეისლიფტი იგულესხმება, ისე კი Audi RS5 წელიწადზე მეტია რაც წარმოებაშია ავტომობილი გაყიდვაში 2010 წელს გამოვიდა, ძრავი იგივეა 4.2 FSI 8 ცილინდრიანი ძრავი რომელიც გამოიმუშავებს 450 ცხენის ძალას და 430 ნიუტონ მეტრს, 100 კმ/სთ ანვითარებს 4.6 წამში ხოლო მაქსიმალური სიჩქარე შეზღუდული აქვს 280 კმ/სთზე. რა თქმა უნდა რომ ავტომობილი სრულ ამძრაობაზეა. 100 კილომეტრზე 10.5 ლიტრ ბენზინს დაწვავს. 
ცნობისთვის 4.2 FSI ძრავი უნგრეთის ქალაქ დიურში კეთდება თვითონ ავტომობილი კი გერმანიაში. ძრავი კვლავ 7 სიჩქარიან S tronic-ზეა მიბმული. დიზაინის მხრივ ეს ავტომობილი ნამდვილად Audi-ია მისთვის დამახასიათებელი დიზაინის ფორმებით, ავტომობილის 9 ფერზე გაკეთდება არჩევანი მათ შორის: Ibis-ის თეთრი, ვერცხლისფერი, Suzuka-ა ნაცრისფერი, Misano-ს წითელი, Sepang-ის ლუჯრი, Daytona-ა ნაცრისფერი, Phantom-ის შავი, Prism-ის ვერცხლისფერი Panther-ის შავი. ავტომობილი თიქმის მთლიანად ალუმინისგან არის დამზადებული არჩევანი გაკეთდება 20 და 19 დიუმიან დისკებზე, RS5-ის სიგრძე შეადგენს 4,649 მილიმეტრს, სიგანე 1,860-ს ხოლო სიმაღლე შეადგენს 1,366 მილიმეტრს. 
რაც შეეხება ინტერიერს აქაც ყველაფერი იდეალურად არის ფერთა ფართო არჩევანი კარბონის და ალუმინის მასალები MMI-ს ნავიგაცია რომელიც განთავსებულია 7 დიუმიან ეკრანზე, ასევე 505 ვატიანი 14 სპიკერიანი Bang & Olufsen-ის აუდიო სისტემა ამასთან უახლესი ასისტანტ სისტემები: Audi side assist და Audi active lane assist აქ არის უკანა ხედვის კამერაც სტანდარტულია კომუნიკაციის საშვალებები და ბლუთუსიც. ავტომობილის ოფიციალური პრეზენტაცია გაიმართება მარტში ჟენევის საერთაშორისო ავტო შოუზე გაყიდვაში გამოვა წლის მეორე ნახევარში ავტომობილის ფასი შეადგენს 78,200 ევროს. თამამად შეგვიძლია ვთქვათ რომ ,,ავტომობილის უნივერსალი'' ვერსიის ოფიციალური პრეზენტაციაც ჟენევაში იგიეგმება ეს გახლავთ RS4 Avant, იგივე პლადფორმით და ანალოგიური ძრავით. 



|