
დაახლოებით 3 წელიწადი გავიდა რაც ამერიკულმა მდიდრულმა ბრენდმა ახალი კომპაქტური კლასის ავტომობილის შექმნა დაიწყო უფრო ზუსტად მას შემდეგ რაც წარმოებიდან მოხსნა არც ისე წარმატებული იგივე კლასის Cadillac BLS ეს იყო 2009 წელის, BLS არ არის ერთადერთი ძალიან ადრე არსებობდა Cadillac Cimarron-იც რომელიც 1981-1988 წლებში იწარმოებოდა, ნუ Cadillac BLS-ის განგანსხვავებით ამერიკაში იწარმოებოდა და პოპულარობაც არ აკლდა ნუ იმ დროისთვის ამერიკულ ბაზარზე იმპორტირებულ ავტომობილებს საკმაოდ სერიოზულ კონკურენციას უწევდა, ნუ Cadillac BLS შვედეთში იწარმოებოდა და ფაქტიურად Saab 9-3-ის ოდნავ მდიდრულ ვერსიას განასახიერებდა მცდელობა საკმაოდ წარუმატებელი გამოდგა როგორც ევროპულ ასევე ამერიკულ ბაზარზეც ისე კი რუსეთში კლანინინგრადშიც იწარმოებოდა და რუსები ოდნავ უფრო გვიან 2010 წელს გამოემშვიდობნენ არსებობდა როგორც სედანი ასევე უნივერსალიც.
ახლა კი დროა გადავიდეთ Cadillac ATS-ზე როგორც ჩანს ბევრი მუშაობის შედეგმა გაამართლა რადგან ავტომობილის დიზაინი ძალიან მიმზიდველი და აგრესიული ამასთან არ გავს დანარჩენ მოდელებს მაგრამ ახალი Cadillac-ის სტილს 100% ინარჩუნებს, ავტომობილი შექმნილია ძალიან მსუბუქ არქიტექტურაზე დიზაინი ატარებს დევიზს Cadillac-ის ხელოვნება და მეცნიერება ავტომობილის წონა შეადგენს 1,542 კილოგრამზე ნაკლებს, სიგრძე 4643 მილიმეტრს, სიგანე 1805 მილიმეტრს ხოლო სიმაღლე 1421 მილიმეტრს. თავდაპირველად შემოთავაზებული იქნება 3 ბენზინის ძრავი მოგვიანებით დიზელის ძრავებიც და კიდევ რამოდენიმე ბენზინის ძრავიც იქნება უფრო ალბათ ევროპული ბაზრებისთვის, ყველაზე მძლავრი 3.6 ლიტრიანი V6 იქნება რომელიც 322 ცხენის ძალას და 362 ნიუტონ მეტრს გამოიმუშავებს, ასევე 2.0 ლიტრიანი ტურბოჩეარჯერიანი 4 ცილინდრიანი ძრავი 274 ცხენის ძალით და 353 ნიუტონ მეტრით ბოლოს კი 2.5 ლიტრიანი ძრავი 200 ცხენის ძალით და 255 ნიუტონ მეტრით.
იარსებებს 6 სიჩქარიანი ავტომატური და მექანიკური გადაცემათა კოლოფები, Tremec M3L TR3160 და Hydra-Matic 6L45. იარსებებს როგორც უკანა ამძრავიანი ასევე სრულ ამძრავიანი ვერსიები. რაც შეეხება ინტერიერს უმაღლესი ხარისხის მატერიალები მაგალითად ხის დამუშავებული ალუმინის ტყავის და ცოტა კარბბონის მასალებიც , ნუ ტექნოლოგიებს რაც შეეეხება ისევ და ისევ Cadillac User Experience იგივე CUE ბრენდის ახალი საფირმო კომპლექტური ნავიგაციის სისტემა, 8 დიუმიანი ეკრანით სადაც განთავსებული იქნება ინფორმაციული სახის პროგრამები ასევე USB პორტი MP3 ფლეიერი, Bluetooth, IPhone, SiriusXM სატელიტური რადიო, გარდა ამ ყველაფრისა დამხმარე იგივე ასისტანტ სისტემები:Full Speed Range Adaptive Cruise Control, Intelligent Brake Assist, Forward Collision Alert, Brake Pre-Fill Automatic Collision Preparation, Lane Departure Warning, Side Blind Zone Alert, Rear Vision Camera With Dynamic Guidelines Adaptive Forward Lighting და Hill Hold/Start Assist (Standard, Manual Transmission).
ავტომობილს დაუყენდება საყოველთაოდ ცნობილი Brembo-ს ფირმის სამუხრუჭე სისტემა 17/18/19 დიუმიანი დისკები. ავტომობილის ოფიციალური პრეზენტაცია გაიმართა დეტროიტის ავტო შოუზე 9 იანვარს ავტომობილი გაყიდვაში გამოვა წელს გაზაფხულზე, უცნობია იარსებებს თუ არა Cadillac ATS-ის ან კუპე ან უნივერსალი ვერსია, ძრავებს რაც შეეხება როგორც გიხთხარით კიდევ რამოდენიმე ძრავი ,,გზაშია’’ რაც მთავარია დიზელის ძრავები ევროპისთვის, კიდევ რამოდენიმე ბენზინის ძრავი და სპორტული Cadillac ATS-V სავარაუდოდ 8 ცილინდრიანი ძრავით.
ძნელია იმის თქმა შეძლებს თუ არა Cadillac ATS ბაზარზე თავის ადგილის დამკვიდრებას თუნდაც მშობლიურ ამერიკულ ბაზარზე ან ევროპაშიც, მოგეხსენებათ ეს ის კლასია სადაც მდიდრული ბრენდების კონკურენცია ყველაზე მძაფრია Cadillac ATSკონკურენციას გაუწევს როგორც გერმანული სამეული ასევე იაპონურიც: Mercedes-Benz C Class, Audi A4, BMW 3 Series და Lexus IS. საინტერესოა ის რომ აბსოლიტურად ყველა მათგანი განახლებულია Mercedes-Benz C Class-ს და Audi A4-ს ფეისლიფტი ჩაუტარდათ და 2014 წლამდე დარჩებიან ბაზარზე ხოლო შემდეგ მათი ახალი მოდელები გამოვა 2012 წელს გაყიდვაში გამოვა სრულიად ახალი BMW 3 Series რაც შეეხება იაპონურ Lexus IS მისი წარმოების ვადა წელს 2012 წელს გადის შესაბამისად წლის ბოლომდე ვიხილავთ ახალი მე-3 თაობის Lexus IS. დავუბრუნდეთ ისევ Cadillac ATS როგორც გითხარით გაყიდვაში გაზაფხულზე გამოვა გაზაფხულზე გამოვა ამ დრომდე ფლაგმანური და ასევე ახალთახალი Cadillac XTS-იც. ვნახოთ რას შეცვლის Cadillac ATS ბაზარზე. რაც შეეხება Cadillac-ს წელს კიდევ რამოდენიმე მოდელს ველით მათ შორის ელექტრო კუპეს Cadillac ELR-ს ნუ ალბათ ისევ იდეაშიაV16 ძრავიანი სუპერ მდიდრული სედანი. 














Cimarron 1981-1988 
BLS 2005-2009 

XTS 2012 

Mercedes-Benz C Class (W204) F 2007-2011- 

Audi A4 (B8) F 2007-2011- 
BMW 3 Series (F30) 2012 

Lexus IS (XE20) F 2005-2008-2010-2012 

სტატიის წყარო: Www.News.Drive.Ge
|