ორშაბათი, 21.07.2025, 15:31
მოგესალმები Гость | RSS
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
რეკლამა
რეკლამა
შესვლის ფორმა
რეკლამა
რეკლამა
ქველმოქმედება
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2012  »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
272829
ვიდეო განწყობისთვი
ვიდეო განწყობისთვი
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
BMW თუ MERCEDES?
სულ პასუხი: 15
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
მთავარი » 2012 » თებერვალი » 16 » ოფიციალურად: BMW M6 & M6 Cabrio 2012 + Videos
19:35
ოფიციალურად: BMW M6 & M6 Cabrio 2012 + Videos

ესეც ახალი M6, გერმანული მდიდრული ბრენდი ფლაგმანური მოდელის 2 ვარიანტს სხვა და სხვა ავტო შოუზე წარადგენს კუპეს ჟენევის ავტო შოუზე მარტში ხოლო კაბრიოს  ჟენევის ავტო შოუზე მარტში წარადგენს. სპორტული, ინოვაციური, კომფორტული, მდიდრული ეს არ არის იმ ღირსებათა სრული ჩამონათვალი რომლითაც ახალ M6-ს შეუძლია იამაყოს. ძრავზე სანამ დავიწყებდეთ საუბარს უნდა აღინიშნოს ის ფაქტი რომ ტენდენცია გრძელდება  და  M6-ს ისევ M5-ის ძრავი უყენია, ასე იყო წინა თაობების შემხთვევაში ასე არის ახლაც ახალმა M6-მა მიიღო კარგად ნაცნობი BMW M TwinPower-ის ტურბოჩარჯერინი V8 ძრავი რომელიც გამოიმუშავებს 560 ცხენის ძალას და 680 ნიუტონ მეტრს,

ძრავი მიბმულია 7 სიჩქარიან M Double Clutch გადაცემათა კოლოფი Drivelogic ტექნოლოგიით რა არის M DCT Drivelogic ეს არის 2 რეჟიმი D ავტომატური ხოლო S მექანიკური. BMW M6 100 კმ/სთს 4.2 წამში განავითარებს ხოლო კაბრიო 4.3 წამში ავტომობილის მაქსიმალური სიჩქარე ელექტრონულად შეზღუდული იქნება 250 კმ/სთზე ტრადიციულად იარსებებს M Driver's პაკეტი რის დამატების შემთხვევაში მაქსიმალურ სიჩქარეზე ელექტრონული ლიმიტი 305 კმ/სთმდე გაიზრდება.

 

ახალი M6 (F12/F13) ცნობილია რომ 30%-ით უფრო ეკონომიური და ,,ბუნების მიმართ ლოიალურია’’ ვიდრე წინა თაობის BMW M6 V10, კუპე 100 კილომეტრზე 9.9 ლიტრ ბენზინს დაწვავს ხოლო კაბრიო 10.3 ლიტრს, კუპე 232-ს ხოლო კაბრიო  239 CO2-ს გამოყოფს თითოეულ კილომეტრზე. BMW M ახალი  M6-ის შემთხვევაში როგორც ბევრი ავტომწარმოებელი აქცენტს აკეთებს ალუმინის და კარბონის მასალებზე როგორც ინტერიერში ასევე ექსტერიერშიც, 19 და 20 დიუმიანი დისკებით იბრწყინებს ახალი M6, ავტომობილი მიიღებს კარბონ-კერამიკის მასალის სამუხრუჭე სისტემას, რაც შეეხება წონას  კუპე 2.350  ხოლო კაბრიო 2.410 კილოგრამს შეადგენს.

 

ინტერიერი მდიდრულია და აერთიანებს BMW-ს უახლეს ტექნოლოგიებს: Park Distance Control, უკანა ხედვის კამერა, High Beam Assistant, Speed Limit Info, Lane Change Warning Lane Departure Warning, Surround View Night Vision და HiFi ეს ყველაფერი BMW ConnectedDrive-ის ოჯახიდან, ავტომობილმა მიიღო ახალი 10.2 დიუმიანი ეკრანი სადაც განთავსებულია ნავიგაციის სისტემა ასევე ავტომობილმა მიიღო Bang & Olufsen-ის ფირმის აუდიო სისტემა 16 სპიკერით კუპესთვის ხოლო 12 სპიკერით კაბრიოსთვის. ამასთან ინტერიერში ძალიან ბევრი BMW M-ის ლოგოა და ზოგადად BMW M დომინირებს გამოყენებულია მაღალი ხარისხის ტყავი, რათქმა უნდა რომ ავტომობილში 4 ადგილია.

 

რაც შეეხება კაბრიოს 40 კილომეტრსაათი სიჩქარის დროსაც კი შესაძლებელია სახურავის ელექტრონული მოხდა, ისე კი  19 მოხდას ხოლო 24 წამი სჭირდება დახურვისთვის არჩევანი გაკეთდება კაბრიოს სახურავის რამოდენიმე ექსკლუზიურ ფერზე. ავტომობილი გაყიდვაში 2012 წლის 15 სექტემბერს გამოვა თავდაპირველად გაიყიდება დიდი ბრიტენეთის მარკეტზე, ცნობილია ინგლისური ფასები: 93,795  კუპე ხოლო კაბრიო 98,995 ფუნტი სტერლინგი.  BMW M6 მსოფლიო საზოგადოებამ თავდაპირველად 29 წლის წინ 1983 წელს იხილა თავდაპირველად როგორც M635CSi, მალევე კი M6 3.5 ლიტრიანი I6 ძრავი გამოიმუშავებდა 260 ცხენის ძალას (M635Csi 380 ცხენის ძალას) და 340 ნიუტონ მეტრს.

 

ცნობილი ფაქტია რომ BMW 6 Series 1989 წელს BMW 8 Series-ს ჩაანაცვლა და 1999 წლამდე იწარმოებოდა ავტომობილი საკმაოდ მძლავრი ძრავებით იწარმოებოდა არსებობდა ფლაგმანური (ყველაზე მძლავრი) 850Csi 5.6 ლიტრიანი V12 ძრავით რომელიც გამოიმუშავებდა 381 ცხენის ძალას და  550 ნიუტონ მეტრს, შეიქმნა M8-ს პროტოტიპიც 6 ლიტრიანი V12 ძრავით  რომელიც გამოიმუშავებდა 557 ცხენის ძალას სამწუხაროდ პროტოტიპი სერიულ წარმოებაში არასდროდ არ გაუშვიათ. განვაგრძოთ 2003 წელს   BMW 6 Series დაბრუნდა შესაბამისად დაბრუნდა M6-ის იდეაც და მალევე 2 წელიწადში ზუსტად 2005 წელს გამოჩნდა ახალი M6 უკვე შექმილი M5 (E60)-ის ძრავით 5.0 ლიტრიანი V10 ძრავით რომელიც გამოიმუშავებს 507 ცხენის ძალას და 520 ნიუტონ მეტრს.

 

M6-მა წარმოება 2010 წელს შეწყვიტა მაშინ როდესაც ახალი 6 Series (F12/F13) გამოვიდა როგორც ხედავთ 6 Series-ის ფლაგმანურმა მოდელმა 2 წლიანი ,,შვებულება’’ აიღო და ახალი ძალებით გაუწევს კონკურენციას ვის? Mercedes CL 63 AMG-ის, Jaguar XKR-S-ს და  Bentley Continental GTC V8-ს. ახლა კი განვიხილოთ ინდივიდუალურად:Mercedes CL 63 AMG ამჟამინდელი თაობა 2007 წლიდან ბაზარზეა (2006-) მხოლოდ 2010 წელს 4 წლის შემდეგ როდესაც მთლიანად Mercedes-Benz CL-Class (C216)-მა ფეისლიფტი განიცადა ავტომობილმა 6.2 ლიტრიანი ძრავის ნაცვლად მიიღო ახალი 5.5 ლიტრიანი ბიტურბო V8 ძრავი რომელიც გამოიმუშავებს 544 ცხენის ძალას და 800 ნიუტონ მეტრს, AMG Performance-ის წყალობით Mercedes CL 63 AMG საკუთარ კლასში ლიდერობს  იგივეძრავიტ ბიტურბო ძრავი 571 ცხენის ძალას და 900 ნიუტონ მეტრს გამოიმუშავებს ეს M6-ის კონკურენტი ისე კი რა თქმა უნდა არსებობს CL 65AMG-იც 6.0 ლიტრიანი  V12 ძრავით რომელიც გამოიმუშავებს 630 ცხენის ძალას და 1000 ნიუტონ მეტრს. 

M6 Cabrio (F13)

 

Bentley Continental GT V8 ამ შემთხვევაში  Audi-ს როლშია და კარგად იცით რატომაც ავტომობილი Audi-ის ბაზაზეა შექმნილი იწარმოება გერმანიაში და Audi S-ის ძრავით იწონებს თავს ეს არის ახალი 4.0 TFSI  V8 რომელიც გამოიმუშავებს 507 ცხენის ძალას და 660 ნიუტონ მეტრს, რათქმა უნდა რომ არსებობს W12 ძრავიანი Bentley Continental GT-იც  6 ლიტრიარიანი ძრავი რომელიც გამოიმუშავებს 575 ცხენის ძალას, W12 ძრავით Bentley Continental GT კონკურენციას არ გაუწევს M6-ს არსებობსBentley Continental GTC V8-ც  (კაბრიო) ახალი  V8 ძრავით Bentley Continental GTგაყიდვაში წელს გამოვა.

ბოლო მესამე კონკურენტი კი გახლავთ ბრიტანული Jaguar XKR-S რომელიც 10 ცხენის ძალით ნაკლებს გამოიმუშავებს ვიდრე M6 მისი 5.0 ლიტრიანი   AJ-V8 გამოიმუშავებს 550 ცხენის ძალას და 680 ნიუტონ მეტრს, 2011 წლიდან წარმოებაშია როგორც კუპე ასევე კაბრიოც (მოგვიანებით). დავუბრუნდეთ  M6-ს ახლახან გამოვიდა  6-Series Gran Coupe მე-6 სერიის კიდევ ერთი ვარიანტი (4 კარიანი კუპე) 650i Gran Coupe-მ მიიღი ახალი  4.4 ლიტრიანი V8 რომელიც გამოიმუშავებს 450 ცხენის ძალას  (650i კუპე კი სტანდარტულად 408 ცხენის ძალას) აქედან გამომდინარე  M6  Gran Coupe უფრო მძლავრი იქნება ვიდრე  ახალი  M6 სავარაუდოდ 4.4 ლიტრიანი ძრავი 600 ცხენის ძალას გამოიმუშავებს ავტომობილი სავარაუდოდ წელს პარიზის ავტო შოუზე წარსდგება, ალბათ გახსოვთ რამოდენიმე კვირის წინ ინტერნეტში პირველად გავრცელდა  M6  Gran Coupe-ს  შპიონური ფოტოები. 

 

ინტერიერი  

4.4 ლიტრიანი V8

M5 (F10) 2011- 

M6 (M635CSi) 1983-1989 

850 1989-1999

M6 (E63) 2005-2010

M6 Cabrio (E64) 2006-2010

Jaguar XKR-S 2011-

Jaguar XKR-S Convertible 2011-

Bentley Continental GT V8 2012

Bentley Continental GTC V8 2012 

Mercedes CL 63 AMG 2007- (5.5) F 2010-

  

სტატიის წყარო: Www.News.Drive.Ge
ნანახია: 1007 | დაამატა: davita_96 | ტეგები: BMW M6 | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Copyright MyCorp © 2025