
Audi-იმ წარმოადგინა ახალი TT RS Plus კომპაქტური სპორტქარი, Audi TT RS Plus უფრო სწრაფი, უფრო მძლავრი და უფრო დინამიურია ვიდრე სტანდარტული Audi TT RS. 2.5 ლიტრიანი TFSI 5 ცილინდრიანი ძრავი გამოიმუშავებს 20 ცხენის ძალით და 15 ნიუტონ მეტრით უფრო მეტს ვიდრე სტანდარტული TT RS ავტომობილი გამოიმუშავებს 360 ცხენის ძალას და 465 ნიუტონ მეტრს. მაქსიმალური სიჩქარე შეზღუდული იქნება 280 კმ/სთზე კუპე ვერსია 6 სიჩქარიანი მექანიკური გადაცემათა კოლოფით 100 კმ/სთს განავითარებს 4.3 წამში ხოლო 7 სიჩქარიანი S Tronic-ით 4.1 წამში. Roadster 7 სიჩქარიანი S Tronic-ით 100 კმ/სთს 4.2 წამში განავითარებს ხოლო 6 სიჩქარიანი მექანიკით 100 კმ/სთს 4.4 წამში განავითარებს.
კუპე ვერსია 7 სიჩქარიანი S Tronic-ით 100 კილომეტრზე მხოლოდ 8.5 ლიტრ ბენზინს დაწვავს ხოლო იგივე გადაცემათა კოლოფით Roadster 8.6 ლიტრ ბენზინს დაწვავს. ავტომობილის ექსტრემალური სიმსუბუქე Audi Space Frame (ASF) ალუმინის მასალის დამსახურებაა, ავტომობილმა მიიღო უფრო განიერი გრილი და ახალი 19 დიუმიანი დისკები. სავარაუდოდ Audi TT RS Plus-ის (ანუ ავტომობილი რომელსაც უფრო მეტი (+) ცხენის ძალა აქვს ვიდრე Audi TT RS) ოფიციალური პრეზენტაცია ნიუ იორკის ავტო შოუზე გაიმართება. რაც შეეხება ფასებს: Audi TT RS Plus Coupé მექანიკური გადაცემათა კოლოფით 60,650 ევრო ეღირება ხოლო S Tronic გადაცემათა კოლოფით 62,800 ევრო. Audi TT RS Plus Roadster მექანიკური გადაცემათა კოლოფით 63,500 ევრო ეღირება ხოლო S Tronic-ით 65,650 ევრო. Audi TT RS Plus გაყიდვაში მარტში გამოვა. 












სტატიის წყარო: Www.News.Drive.Ge
|