

სუპერქარი . . . ეს ავტომობილის ის კლასი გახლავთ, რომელიც ნებისმიერი ავტო მოყვარულისთვის ძალიან სასურველი და სანატრელია. მოკლედ რომ ვთქვათ ყველა ავტო მოყვარულს ჰყავს თავისი რჩეული სუპერ ავტომობილი ან ავტომობილები. ამ კლასის ავტომობილთა ხანაში უამრავი ძალიან დასამახსოვრებელი და წარმატებული წლებიც ყოფილა, რომელთა შორისაც 21-ე საუკუნის საწყისი პერიოდი/წლები საკმაოდ დასამახსოვრებელი გახლდათ. 2001-02-03-04 წლების განმავლობაში, ავტოინდუსტრიას მოევლინა უამრავი ახალი სუპერ ქარი, რომლებმაც დროთა განმავლობაში ეპოქალური სუპერ ავტომობილების სახელიც მოიპოვეს. უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, ზემოთ ნახსენებ წლებში დაბადებული სუპერქარებიდან, ჩვენ დღეს 3 მათგანზე, Lamborghini Murcielago-ზე, Mercedes-Benz SLR Mclaren-ზე და Porsche Carrera GT-ზე ვისაუბრებთ და შევადარებთ მათ ყველანაირი კომპონენტში. Lamborghini Murcielago
გამომდინარე იქიდან, რომ ამ სამეულში პირველი იტალიელი ხარი დაიბადა საუბარი სწორედ Murcielago-თი დავიწყოთ. Lamborghini Murciélago გახლავთ სუპერ ავტომობილი, რომელიც იტალიურმა კომპანიამ 2001 წელს, ლეგენდარული Diablo-ს შემცვლელად გამოუშვა. ძალიან წარმატებული გაყიდვების გამო Murcielago 9 წლის განმავლობაში იწარმოებოდა რაც იმას ნიშნავს, რომ მისი წარმოება ოფიციალურად მხოლოდ 2010 წლის 5 ნოემბერს დასრულდა. 2004-05 წლებში ავტომობილმა მცირედი ცვლილებები განიცადა რის შედეგადაც მისი დიზაინი და ტექნიკური მახასიათებლები გაუმჯობესდა, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ ზემოთ მეცემული ავტომობილების მხოლოდ თავდაპირველ ვერსიებს განვიხილავთ Murcielago-ც პირველ ვერსიდ უნდა განვიხილოთ.

1998-2004 წლებში კომპანიის მთავარი დიზაინერის, ბელგიელი Luc Donckerwolke-ს მიერ შექმნილი ძალიან ლამაზი სუპერ ავტომობილი გამოშვებულ იქნა როგორც კუპე, ასევე როდსტერ ვერსიებადაც, რომლის ფასიც (სხვა და სხვა ქვეყანაში) დაახლოვებით 300,000 აშშ დოლარს უტოლდებოდა. ალბათ ყოველთვის გაინტერესენდათ თუ რას ნიშნავს ავტომობილის სახელი "Murcielago" ? იტალიურმა კომპანიამ თავის ავტომობილს ერთ-ერთი ლეგენდარული ხარის სახელი დაარქვა, რომელმა ხარმაც 1879 წელს ესპანეთში, მატადორთან ბრძოლის დროს ხმლით მიყენებულ 28 ჭრილობას გაუძლო და ბრძოლა განაგრძო. ალბათ ეჭვი არ გეპარებათ იმაში, რომ Murcielago ძალიან კომფორტული სუპერქარია.

მიუხედავად ყველაფრისა მე მაინც გეტყვით, რომ ლამბოს ინტერიერ აღჭურვილია ძვირფასი ტყავით, 3 ქიმიანი სპორტული საჭით, სპორტული სავარძლებით, CD ჩეინჯერით, მოცურების საწინააღმდეგო სისტემით, ნავიგაციის სისტემით, ტექნიკური მახასიათებლების დისფლეითი და კიდევ უამრავი ისეთი ხელსაწყოთი/ტექნოლოგიით, რომელზე საუბარიც უბრალოდ არ ღირს. რაც შეეხება ამ ავტომობილის ტექნიკურ მახასიათებლებს და ზუსტ მონაცემებს, მათ ქვემოთ დაწვრილებით იხილავთ, თუმცა მე აქვე გეტყვით, რომ იტალიელი აღჭურვილია 6,2 ლიტრი მოცულობის, V ტიპის 12 ცილინდრიანი ძრავით, რომელიც ლეგენდარული სუპერქარის უკანა ნაწილში 580 ცხენისძალას და 650 ნიუტონმეტრს წარმოქმნის. ამ სიმძლავრეს 6 საფეხურიანი მექანიკური გადაცემათა კოლოფი აკონტროლებს, რომელიც თავის მხრივ მთელ ძალას 4-ვე წამყვანს აწვდის. ასეთი სიმძლავრის და კონსტრუქციის შედეგად, ავტომობილი 0-100 კმ/სთ-მდე 3,8 წამში ჩქარდება და ავითარებს მაქსიმალურ 330 კმ/სთ-ს.
Mercedes-Benz SLR Mclaren
Mercedes-Benz SLR McLaren გახლავთ ანგლო-გერმანული სუპერ ავტომობილი, რომელიც შტუდგარდული ავტომწარმოებლის Mercedes-Benz-ის და პორტსმუთული McLaren Automotive-ის მიერ 2003 წელს იქნა შექმნილი. შეგახსენებთ რომ ამ პერიოდში Mercedes-ი McLaren Automotive-ის 40 %-ს ფლობდა. ინიციალები SLR (რომელიც იხსნება როგორც Sport, Leicht, Rennsport - ინგლისურად Sport, Light, Racing) გერმანული ავტომწარმოებლის ისტორიაში სიახლე არ გახლდათ, რადგან ასეთი სახელწოდების სუპერქარი კომპანიას 20-ე საუკუნის 50-იან წლებშიც ჰყავდა. ძალიან სპორტული SLR-ი 7 წლის განმავლობაში იწარმოებოდა რაც იმას ნიშნავს, რომ მისი წარმოება ოფიციალურად 2009 წელს დასრულდა. უფრო ზუსტად რომ ვთქვათ კუპეს წარმოება 2007 წელს შეწყდა, ხოლო ბოლო როდსტერმა ქარხანა 2009 წელს დატოვა. ისევე როგორც ზემოთ ნახსენებმა კონკურენტმა, SLR McLaren-მაც მიიღო ვიზუალური და ტექნიკური ცვლილებები, თუმცა როგორც უკვე ვთქვით მხოლოდ პირველად წარმოებულ ვერსიებზე ვსაუბრობთ.

SLR Mclaren-ის დიზაინი 1987-2004 წლებში McLaren Automotive-ის მთავარი დიზაინერის, სამხრეთ აფრიკელი Gordon Murray-ს მიერ იქნა შექმნილი და ისევე როგორც იტალიელი ხარი, SLR-იც 2 ვარიანტად, კუპე და როდსტერ ვერსიებად გამოდიოდა, მისი ფასი კი (სხვა და სხვა სახელმწიფოში არსებული გადასახადების გამო) 450,000-დან, 500,000 აშშ დოლარამდე მერყეობდა. ავტომობილის სახელის შესახებ ზემოთ უკვე გითხარით, ასე რომ ახლა მისი წარმომავლობის შესახებ გეტყვით მცირედს. მსოფლიოში პირველი Mercedes SLR-ი 1954-55 წლებში გამოვიდა და მისი მიზანი 1955 World Sportscar Championship-ში გამარჯვება გახლდათ, რომელმაც გერმანელ ინჟინერთა იმედი გაამართლა და 55 წელს Mercedes-Benz 300 SLR-მა პირველი ადგილი მოიპოვა. მას შემდეგ ამ ავტომობილმა კიდევ უამრავ რბოლაში გაიმარჯვა, თუმცა ჩვენ მათზე დღეს არ ვისაუბრებთ.

ახლა ავტომობილის კომფორტსაც შევეხოთ... თავისუფლად შიძლება ითქვას, რომ აქ მოყვანილ კონკურენტებს შორის Mercedes SLR-ი ყველაზე კომფორტულია, გამომდინარ იქიდან, რომ მას აქვს GPS ნავიგაცია, CD ჩეინჯერი, კრუიზ კონტროლი, ელექტრო სავარძლები, ელექტრო საჭე, ძვირფას ტყავში და ნახშირბოჩკოვან მასალაში შესრულებული ინტერიერი და მსგავსი ტიპის თანამედროვე ტექნოლოგიები/მასალები, რომელთა შესახებაც ვრცელი საუბარი, ამ შემთხვევაშიც ძალიან შორს წაგვიყვანს. სუპერ ავტომობილებზე საუბრის დროს უპირველესი მაინც მათი პერფორმანსი, ტექნიკური მახასიათებლებია. ალბათ იცით მაგრამ მე მაინც შეგახსენებთ, რომ SLR-ის კაპოტქვეშ მოთავსებულია ხელით შექმნილი (Hand-Built) 5,4 ლიტრი მოცულობის, ტურბო კომპრესორით აღჭურვილი V ტიპის 8 ცილინდრიანი ძრავი, რომელიც 626 ცხენისძალას და 780 ნიუტონმეტრს გამოიმუშავებს. სრულ სიმძლავრეს 5 საფეხურიანია ვტომატური გადაცემათა კოლოფი აკონტროლებს, რომელსაც თავის მხრივ მოქმედებაში მოჰყავს უკანა წამყვანი თვლები. ამ ყველაფრის შედეგად SLR-ი 0-100 კმ/სთ-მდე 3,8 წამში ჩქარდება და ავითარებს მაქსიმალურ 334 კმ/სთ-ს.
Porsche Carrera GT
Porsche Carrera GT ალბათ იმ სუპერქარის სახელია, რომლის გაგონებაც არცერთ სუპერქარს არ სიამოვნებს, რადგან ის მართლაც ძალიან სწრაფია ნებისმიერ ასპექტში, მისი ყველაზე ძლიერი მხარე კი ტრეკია. ძალიან განსხვავებული და კომპანიისთვის წარმატებული Carrera GT-ს დიზაინი 2004 წელს (იმ დროისათვის კომპანიაში ახლად აყვანილი დიზაინერის) Michael Mauer-ის მიერ იქნა შექმნილი. ავტომობილის მიზანი სულაც არ იყო რომელიმე წინაპრის გაცოცხლება ან რომელიმე ავტომობილის ჩანაცვლება. როგორც კომპანიის მესვეურებმა განაცხადეს ავტომობილი 911 GT1-ის და LMP1-98 რეის ქარების ხასიათზე აიწყო, თუმცა ის ლეგალურ ავტომობილებს განეკუთვნებოდა. აღსანიშნავია ის ფაქტიც რომ ზემოთ აღწერილი 2 კონკურენტთან შედარებით, Carrera GT მხოლოდ 2 წლის განმავლობაში ანუ 2006 წლამდე იწარმოებოდა. აქედან გამომდინარე ამ ავტომობილის განახლებული ვერსიაც არ გამოსულა.

გამომდინარე იქიდან რომ Carrera GT უფრო ტრეკისთვის განკუთვნილი სუპერ ავტომობილი იყო, ის მხოლოდ 1 ვერსიად გამოდიოდა და შეიძლება ითქვას, რომ ხელით მოხსნადი ნახშირბოჭკოვანი სახურავის გამო, (რომლის წონაც 10 კილოგრამიც კი არ იყო და მისი მოთავსება სრულიად თავისუფლად შეიძლებოდა საბარგულში) იგი როდსტერიც იყო და კუპეც. 2004 წელს გამოსული პორშეს უახლესი სუპერქარის ღირებულება, სხვა და სხვა ქვეყნებში არსებული განსხვავებული გადასახადების გამო 440,000-დამ 500,000 აშშ დოლარამდე მერყეობდა. მიუხედავად იმისა რომ ავტომობილის ძრავზე ცოტა ქვემოთ ვისაუბრებთ, აქვე მინდა ავღნიშნო, რომ სუპერქარზე მუშაობის პერიოდში მასში რამოდენიმე ძრავი განიხილეს, რომელთა შორისაც 6 ცილინდრიანი B ტიპის ძრავიც იყო, თუმცა შტუდგარდელმა ინჟინრებმა არჩევანი ბოლოს მაინც V ტიპის კონსტრუქციაზე შეარჩერეს.
მსუბუქი კონსტრუქციის და დაბალი მასის გამო, Porsche Carrera GT მოყვანილ კონკურენტებს შორის ყველაზე ნაკლებად არის დატვირთული თანამედროვე ტექნოლოგიებით და გამომდინარე აქედან შეიძლება ითქვას, რომ ის ნაკლებად კომფორტულია, თუმცა ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ნაკლებ-კომფორტულობა ავტომობილის მინუსია, რადგან უამრავი ავტომოყვარული ასეთი კლასის ავტომობილებში მნიშვნელობას მხოლოდ სიტყვა "Sport-ს" ანიჭებს. მიხუედავად ამისა მაინც გეტყვით, რომ ძვირფასი ტყავის და ნახშირბოჩკოვან/ალუმინის დეტალებთან ერთად, დამატებით ფუნქციად ავტომობილში GPS ნავიგაციის და აუდიო სისტემის მოთავსებაა შესაძლებელი. როგორც გითხარით მცირე ხნიანი ფიქრის შემდეგ, კომპანიისთვის დამახასიათებელ B ტიპის ძრავს, ინჟინრებმა ყველაზე გავრცელებული V ტიპის ძრავი ამჯობინეს, რომლის 10 ცილინდრიც კაბინის უკან 612 ცხენისძალას და 590 ნიუტონმეტრს წარმოქმნიდა. ასეთი სიმძლავრის ავტომობილს ინჟინრებმა 6 საფეხურიანი მექანიკური გადაცემათა კოლოფი მიაბეს, რომელიც სრულ სიმძლავრეს უკანა წამყვან თვლებს უგზავნის. ყველა ზემოთ ნახსენების შედეგად Carrera GT 0-100 კმ/სთ-მდე 3,9 წამში ჩქარდება და ავითარებს მაქსიმალურ 330 კმ/სთ-ს.
ტექნიკური მახასიათებლები 
Lamborghini: Mercedes-Benz Porsche ძრავი- V12 V8 V10 საწვავი- ბენზინი ბენზინი ბენზინი წამყვანი- ყველა უკანა უკანა ძრ. მოც.- 6192 სმ3 5439 სმ3 5733 სმ3 სარქველები- 48 24 40 ძრ. შემადგენლობა- ნატურალური ტურბირებული ნატურალური სიმძლავრე- 580 ცხ.ძ. 626 ცხ.ძ. 612 ცხ.ძ. ბრნ. წუთში-7500 6500 8000 წონა - 1650 კგ 1768 კგ 1380 კგ 0-100 - 3,8 წმ 3,8 წმ 3,9 წმ მაქს. სიჩქარე - 330 კმ/სთ 334 კმ/სთ 330 კმ/სთ 0-400 მეტრი - 11.2 წმ. 11.3 წმ. 11.3 წმ. საწვავის მოხმარება - მინ. 15.1 ლ 10.8 11.7 საშ. 21.5 ლ 14.5 17.8 მაქს. 32.56 ლ 20.9 28.3 საწვავის ავზის მოცულობა 100 ლიტრი 98 ლიტრი 92 ლიტრი მომწამვლელი აირები 501 გრამი/კილომეტრზე 337 გრამი/კილომეტრზე 429 გრამი/კილომეტრზე 


სტატიის წყარო: Www.News.Drive.Ge
|