ორშაბათი, 21.07.2025, 12:36
მოგესალმები Гость | RSS
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
რეკლამა
რეკლამა
შესვლის ფორმა
რეკლამა
რეკლამა
ქველმოქმედება
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2012  »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
272829
ვიდეო განწყობისთვი
ვიდეო განწყობისთვი
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
BMW თუ MERCEDES?
სულ პასუხი: 15
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
მთავარი » 2012 » თებერვალი » 2 » MKB Mercedes-Benz CLS63 AMG...
17:17
MKB Mercedes-Benz CLS63 AMG...

1 

გერმანულმა ტუნინგ ატელიე MKB-მ ინტერნეტ სივრცეში Mercedes-Benz CLS 63 AMG-ს უახლესი ტუნინგ პაკეტის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა. მიუხედავად იმისა რომ აქ მხოლოდ CLS63-ზეა საუბარი, გეტყვით რომ იგივე პაკეტი ხელმისაწვდომი გახლავთ ყველა 63 ვერსიაზე, რომელსაც ახალი ბიტურბო ძრავი უყენია. როგორც წესი ზემოთ ნახსენები ატელიე ვიზუალურ მხარეს ნაკლებ ყურადღებას აქცევს და ძირითადად ავტომობილის მონაცემებით ინტერესდება, ასე რომ გამონაკლისი არც ეს შემთხვევაა თუ დისკებს არ ჩავთვლით. რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ატელიემ მხოლოდ მოდიფიცირებული ECU-ს მეშვეობით, ავტომობილს 120 ცხენისძალა შემატა. სიმძლავრის ასეთმა ზრდამ ავტომობილის აჩქარებაზე იმოქმედა და ახლა CLS63 AMG 0-100 კმ/სთ-მდე 4,1 წამში ჩქარდება. ატელიემ გაუმჯობესებულ აჩქარებასთან ერთად ავტომობილის სიჩქარე ელ.ლიმიტირებულ 300 კმ/სთ-მდე გაზარდა.

1 

თუ თქვენ ასეთი სიჩქარე არ გაკმაყოფილებთ, დამატებითი საფასურის გადახდის შემდეგ, ავტომობილის სიჩქარე კვლავ ელექტრონულად ლიმიტირებულ 340 კმ/სთ-მდე გაიზრდება. აქვე დავამატებ იმასაც, რომ მომატებულ 120 ცხენისძალასთან ერთად, (რის შედეგადაც ავტომობილის სიმძლავრე 640 ცხენისძალას შეადგენს), გაიზარდა ავტომობილის ბრუნიც, რომელიც 1,000 ნიუტონმეტრამდე ელექტრონულად არის შეზღუდული. რაც შეეხება დისკებს, რომლებიც ზემოთ ვახსენეთ, მათი შეკვეთა შესაძლებელია 19 ან 20 დიუმის ზომებში.

ასევე აღსანიშნავია Michelin Pilot Super Sport დაკიდების სისტემა და ატელიეს მიერ დაკმაყოფილებული, ევროპაში არსებული " Euro 5" ეკოლოგიის სტანდარტები. 

1 

1 

1

სტატიის წყარო: Www.News.Drive.Ge
ნანახია: 618 | დაამატა: davita_96 | ტეგები: CLS63 AMG | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Copyright MyCorp © 2025