მანამ სანამ R230 SL63 AMG-ს ახალი "63" ჩაანაცვლებს, Prior Design-მა კიდევ ერთხელ ჩაუტარა მას მოდიფიკაცია და მისგან კიდევ უფრო მიმზიდველი როდსტერი შექმნა ვიდრე მანამდე იყო. შეგახსენებთ რომ ჩვენ აქამდეც გვინახავს ამ ატელიეს მიერ დატუნინგებული R230, თუმცა ახალმა ვერსიამ კიდევ უფრო მეტი მოწონება დაიმსახურა. პირდაპირ გეტყვით რომ ატელიემ ავტომობილის 6,2 ლიტრიანი V8 უცვლელი დატოვა და მთელი ყურადღება დიზაინს დაუთმო. ტუნერმა ავტომობილს პირველ რიგში მუქი ნაცრისფერი საღებავი დაუმატა, შემდეგ კი ექსტერიერი წინა ახალი ბამპერით, მოდიფიცირებული კაპოტით, უკანა ბამპერით, ინტეგრირებული დიფუზორით, ახალი მოლდინგებით, საბარგულზე მოთავსებული სპოილერით და DPE SPSC7-ს 20 დიუმიანი სპორტული დისკებით გაალამაზა. სხვა ცვლილებები ავტომობილს არ მიუღია, ასე რომ იხილეთ ფოტოები და თავად შეაფასეთ Prior Design SL63 AMG.

სტატიის წყარო: www.news.drive.ge
|