ორშაბათი, 21.07.2025, 12:13
მოგესალმები Гость | RSS
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
რეკლამა
რეკლამა
შესვლის ფორმა
რეკლამა
რეკლამა
ქველმოქმედება
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2012  »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
272829
ვიდეო განწყობისთვი
ვიდეო განწყობისთვი
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
BMW თუ MERCEDES?
სულ პასუხი: 15
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 2
სტუმარი: 2
მომხმარებელი: 0
მთავარი » 2012 » თებერვალი » 17 » Lumma Design CLR 600 GT...
23:02
Lumma Design CLR 600 GT...

1 

გერმანულმა ტუნინგ ატელიემ Lumma Design-მა CLR 600 GT წარმოადგინა, რომელიც (F12) 2012 BMW 650i Cabriolet-ის ბაზაზეა სექმნილი. ავტომობილის ოფიციალური პრეზენტაცია ჟენევის ავტო შოუზე შედგება, თუმცა ატელიემ ოფიციალურ პრეზენტაციამდე ცოტა ადრე გაავრცელა ინფორმაცია თავისი ახალი ავტომობილის შესახებ. თუ რა ცვლილებები მიიღო ავტომობილის ექსტერიერიმა ეს ადვილი შესამჩნევია, თუმცა მე მაინც დაწვრილებით გეტყვით, რომ CLR 600 GT-ს დონორთან შედარებით დამატებული აქვს სპორტული წინა ბამპერი დღის დიოდის მაშუქებით და სპოილერით, ახალი მოლდინგები, დიფუზორიანი სპორტული უკანა ბამპერი და 20 დიუმიანი (2 სხვა და სხვა ფერის ვარიანრში მოცემული) დისკები.

1 

აქვე დავამატებ რომ  CLR 600 GT-ს არც დაკიდება აქვს სტანდარტული, რადგან უკეთესი მოქნილობისთვის ინჟინრებმა მას კიდევ უფრო სპორტული დაკიდების სისტემა დაუყენეს. რაც შეეხება ავტომობილის 4,4 ლიტრი მოცულობის ორმაგად ტურბირებულ V8 ძრავს, ახალი საბოლქვი სისტემის, სპორტული ჩამხშობების, სპორტული შემწოვის, მოდიფიცირებული "სოფტის" და კიდევ რამოდენიმე ამ ეტაპზე უცნობი დანამატის დახმარებით, სტანდარტული 408 ცხენისძალის და 600 ნიუტონმეტრის ნაცვლად 490 ცხენისძალას და 720 ნიუტონმეტრს გამოიმუშავებს. გერმანული ატელიეს დიზაინერებს არც ავტომობილის ინტერიერი დაუტოვებიათ უყურადღებოდ და მას  Alcantara-ს ტყავში შესრულებული, ხელით ნაკერი სავარძლები, ალუმინის პედლები და ატელიეს წარწერები დაუმატეს. 

1 

1 

1 

1 

1 

1


სტატიის წყარო: Www.News.Drive.Ge

ნანახია: 564 | დაამატა: davita_96 | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Copyright MyCorp © 2025