გამოსვლის დღიდან ამ ავტომობილმა უზომოდ დიდი პოპულარობა მოიპოვა, მის ვიდეოებს მილიონობით ადამიანი ნახულობდა, უამრავი ახალი და ახალი ვიდეო იდებოდა ამა თუ იმ ვებ გვერდზე, თუმცა ის რასაც ეხლა გთავაზობთ სრულიად განსხვავებული და ახალია. ცნობილი ხდება, რომ იტალიის ერთ-ერთ მუზეუმში, სახელწოდებით "Chiostro Del Bramante" სამუდამოდ შეინახება ამ უკვე ძალიან წარმატებული სუპერქარის 1 ეგზემპლარი.
მოგეხსენებათ რომ ავენტადორი ლამბორჯინის მიერ შექმნილ V12-ით აღჭურვილი ავტომობილებს შორის ამ მომენტისათვის ბოლო, მეხუთე ავტომობილია, სწორედ ამიტომ მუზეუმში მის გარშემო იქნება ყველა თაობის V12 ძრავი, რომელიც ლამბორჯინმა თავისი არსებობის განმავლობაში შექმნა. სამწუხაროდ თუ სასიხარულოდ, მაგრამ "ლამბოელებს" ავტომბილის მუზეუმში შეტანა დაშლილ მდგომარეობაშ მოუხდათ, რადგან მე-16 საუკუნეში აშენებულ მუზემში ნამდვილად არ გაუთვალისწინებიათ ის, რომ 2011 წელს მასში საბურავებზე შემდგარი, მოძრავი ობიექტი შეგორდებოდა, მით უმეტეს, რომ იმ დროისთვის ავტომობილზე წარმოდგენაც კი არავის ჰქონდა.
მაშ ასე სათქმელი აღარაფერი დარჩა, უბრალოდ უყურედ ამ მცირე ვიდეოს და ყველაფერი ტავად იხილეთ.