უახლესი ინფორმაციით ამერიკული Chrysler-ი სრულიად ახალ მოდელზე, Barracuda-ზე მუშაობს, რომელიც მასლქართა კლასში Dodge Challenger-ს ჩაანაცვლებს. ჟურნალ Motor Trend-ის ინფორმაციით, Barracuda, რომელსაც რეტრო სტილის დიზაინი ექნება, ზომით/მოყვანილობით ჩელენჯერზე პატარა იქნება. ასევე ცნობილი ხდება, რომ ახალი უკანა წამყვანიანი ავტომობილისთვის, Dodge Charger-ისა და Chrysler 300-ისგან სრულიად განსხვავებული და დამოუკიდებელი პლათფორმა შეიქმნება. რაც შეეხება დიზაინს, Barracuda-ს ვიზუალურ მხარეზე Alfa Romeo იზრუნებს, რომელიც თავისი ავტომობილების მიქსით, სრულიად ახალ კუპეს შემოგვთავაზებს. ინფორმაცია არაოფიციალურია, თუმცა თუ ჟურნალის ინფორმაციას ვენდობით, უნდა ვივარაუდოთ, რომ Challenger-ის მსგავსად, Barracuda-ც გამოვა SRT ინიციალების ქვეშ.

სტატიის წყარო: Www.News.Drive.Ge
|