 ჟენევაში წარმოდგენილი იქნა ბუგატის ახალი ექსკლუზიური მოდელი Veyron LineaVincerò , რომლითათ ექსკლუზიური მანქანების ტიპი აყვანილია კიდევ უფრო მაღალ საფეხურზე.
სახელი ვინსერო ნიშნავს "მე ამასს გადავლახავ(დავძლევ)”, ვინსეროს აქვს ახლებური შეხედულება, რომელიც გამოკვეთილად ჩანს ძარის ფრთებზე("კრილოებზე”) და შემოკლებულ სარქველზე("კაპოტზე”), რადიატორის ბადეზე და ფირმისათვის დამახასიათებელ ნიშან-ინიციალზე "V” (რაც აღნიშნავს ვინსეროს).
 მანქანის აერიდინამიკას განსაზღვრავს მის გვერდზე გაკეთებული ჭრილები., ხოლო გვერდითი და უკანა საჰაეროები კი უზრუნველყოფენ მატორის გაგრილების სისტემას.
უკანა მხარის დიფუზორები ხაზს უსვამს მანქანის მდგრადობას და სიძლიერეს, რომელიც შეიმჩნევა ავტომობილის მართვისას.
 თვითონ კონსტრუქცია კი აგებულია ზემდგრადი ნახშირბადის მასალისგან.
რა შეეხება სიძლიერეს: 16 ცილინდრიანი ძრავის სიმძლავრე რომელის იყო 1001 ცხენის ძალა, ექსკლუზიურ მოდელში აყვანილია 1109 ცხენის ძალამდე, ხოლო მაბრუნებელი მომენტი გახლავთ 1310 ნმ/წთ.
 რაც შეეხება შიდა სალონს, სავარძლები გაწყობილია ძვირფასი თეთრი ფერის ტყავით, რაც მძღოლს უქმნის ძალიან სასიამოვნო გარემოს. სალონში ასევე შერწყმულია კარბონის ელემენტები და დამუშავებული ტყავი.
ამ ავტომობილი ხილვა შეგიძლიათ მხოლოდ ჟენევის ავტოსალონზე, 5-დან 15 მარტის ჩათვლით, ან თუ ვინმე გყავთ არაბი შეიხი მეგობარი მასთან, რადგანაც ეს არის ექსკლუზიური მოდელი და ბუგატის ფირმას აქვს ხელშეკრულება დადებული "Prestige Cars Abu Dhabi"-სთან, რომლის მკაცრი კონტროლითაც არ არის გამხელილი ავტომობილის საწარმოო ფასი და წარმოების რაოდენობა.
|