Bentley V8 Continental GT & GTC-ს შესახებ ოფიციალური ინფორმაცია და ფოტოები უკვე შემოგთავაზეთ, თუმცა კომპანიამ დღეს ახალი ფოტოები გაავრცელა. V8 Continental GT & GTC გაერთიანებულ სამეფოში 123,850 ფუნტ სტერლინგი ეღირება ხოლო ევროპაში 136,000 ევრო. რაც შეეხება ამერიკულ ბაზარს ავტომობილის ფასი U.S.-ში დროებით უცნობია, თუმცა თუ ევროპული ფასებით ვიმსჯელებთ, მისი ფასი ამერიკაში დაახლოვებით 200,000 დოლარი იქნება. რაც შეეხება ახალ ორმაგად ტურბირებულ, 4 ლიტრი მოცულობის, V ტიპის 8 ცილინდრიან ძრავს, პირველ რიგში გეტყვით, რომ ის ფლაგმანურ 6 ლიტრიან W12 ძრავზე 40 %-ით ეკონომიურია. უფრო ზუსტად რომ აგიღწეროთ GT & GTC მოდელების ეკონომიურიბა გეტყვით, რომ ერთი საწვავის ავზით მათ 800 კილომეტრის გავლა შეუძლიათ და ნუ დაგავიწყდებათ, რომ საუბარია არა რაღაც საშუალო სიმძლავრის ძრავზე, არამედ 507 ცხენისძალიან ტურბოძრავზე, რომელიც მდიდრული კლასის კუპეს საშუალებას აძლევს 0-100 კმ/სთ-მდე 4,8 წამში აჩქარდეს და გაავითაროს მაქსიმალური 303 კმ/სთ.


სტატიის წყარო: Www.News.Drive.Ge
|