Aston Martin-ის Racing განყოფილებამ FIA World Endurance Championship-ზე დაბრუნება გადაწყვიტა და ამისთვის ახალი ავტომობილი, Vantage-ს სარბოლო ვერსია GTE წარმოადგინა. ახალი ავტომობილის GT2-ის ბაზაზეა შექმნილი, რომლის ექსტერიერიც, უამრავი რეცეფტორის, დიფუზორის და სპორტული დეტალის გარდა, Gulf-ის ნიშნებით არის გაფორმებული. სანამ ძრავზე საუბარს დავიწყებთ გეტყვით, რომ ავტომობილს ინტერიერში აქვს დამცავი ჩონჩხი, ახალი ძალიან სპორტული Brembo-ს სამუხრუჭე სისტემა და რეგულირებადი დაკიდების სისტემა. ძალური დანადგარის სახით Vantage GTE-ს 4,5 ლიტრი მოცულობის V8 ძრავი აქვს, რომელსაც ინჟინრებმა ცილინდრის ახალი თავები, ახალი ბარბაცა, ახალი საწვავის შემშვები სარქველები, უახლესი სპორტული მუხლა ლილვი და სპორტული საბოლქვი სისტემა დაუყენეს. ასევე აღსანიშნავია ახალი 6 საფეხურიანი გადაცემათა კოლოფი თავისივე ზეთის/ჰაერის გაგრილების სისტემით. Vantage GTE-ს სარბოლო დებიუტი 17 მარტს, Sebring-ის 24 საათიან რბოლაზე შედგება. ამის შემდეგ ავტომობილი მონაწილეობას მიიღებს ლეგენდარულ Le Mans-ის 24 საათიან რბოლაშიც. ავტომობილის საჭესთან ძალიან გამოცდილი და ცნობილი მრბოლელები, Darren Turner-ი, Stefan Mücke და Adrian Fernandez-ი იქნებიან.