
როდესაც ავტომობილს ბევრი რამ გამოარჩევს და გარკვეულ მდგომარეობას ცვლის ცოტა ძნელია დაიწყო მასზე საუბარი Dodge Charger Redline Mopar ავტომობილi ამერიკულმა ბრენდმა უკვე გახსნილ დეტროიტის ავტო შოუზე წარადგენა, ახლა კი მისი ღირსებები:1) ერთერთი ყველაზე მძლავრი ამერიკული ავტომობილი 2) ყველა დროის არა მაგრამ ერთერთი ყველაზე მძლავრი Dodge 3) უძლიერესი ძრავი რაც კი ოდესმე შეუქმნია (Chrysler Group LLC-ის მფლობელობაში მყოფ) Mopar-ს 3) ბოლოს კი ისტორიაში ყველაზე მძლავრი ამერიკული როგორც სედანი ასევე სპორტ სედანი ამ დრომდე ამ ტიტულის მატარებელი გახლდათ Cadillac CTS-V (ნუ თუ კონცეპტუალურ მოდელებს ავიღებთ მაშინ ტიტული კიდევ დიდხანს ექნება Cadillac Sixteen-ს).
ავტომობილი დაფუძნებულია სტანდარტულ Dodge Charger R/T-ზე მას კი უყენია 5.7 V8 426 HEMI® სტანდარტული ძრავი გამოიმუშავებს მხოლოდ 360 ცხენის ძალას და ყენდება Chrysler-ის Dodge-ის და Jeep-ის ყველა იმ მოდელზე რომლისთვისაც თავსებადია 8 ცილინდრიანი ძრავი, გამოიმუშავებს 375 ცხენის ძალას 6.4 V8 HEMI ყველაზე მძლავრი ანუ SRT-8 გამოიმუშავებს 470 ცხენის ძალას ხოლო Dodge Charger Redline Mopar 5.7 V8 426 HEMI® ძრავით გამოიმუშავებს 590 ცხენის ძალას 220 ცხენის ძალით მეტს ვიდრე სტანდარტული Dodge Charger R/T.
მაქსიმალურ სიჩქარესა და აჩქარებაზე არაფერია ცნობილი სამაგიეროდ დეტალებია ცნობილი ძრავზე მაგალითად ალუმინია მასიურად გამოყენებული ძრავი ძალიან მცირედით თუ არის დამძიმებული. ექსტერიერს რაც შეეხება კარბონი მასიურად გამოყენებულია, ინტერიერშიც მასალები ხარისხიანია გამოყენებულია მხოლოდ მსუბუქი წონადობის მქონე მასალები მაგალითად კარბონი. ავტომობილს დაუყენესMopar-ის ფირმის სამუხრუჭე სისტემა და 20 დიუმიანი დისკები. საინტერესოა როდის გამოვა გაყიდვაში საინტერესოა გავრცელდება თუ არა დანარჩენ მოდელებზე და ბრენდებზე ახლად შექმნილი ძრავი მაგალითისთვის: Chrysler 300, Jeep Grand Cherokke, Dodge Durango ასევე საინტერესოა მიიღებს თუ არა Mopar-ის ძრავს Dodge Challenger ან ახალი თაობის Dodge Viper. იმედი ვიქონიოთ რომ ამ ძრავს ყველა ხსენებულ მოდელში ვიხილავთ. 




სტატიის წყარო: news.drive.ge
|