Chicago-ს ავტო შოუზე კორეულმა ავტომწარმოებელმა Hyundai-მ ახალი, 2013 Elantra Coupe წარმოადგინ. არ გაგიკვირდებათ თუ გეტყვით, რომ ახალ კუპეს, 4 კარიანი ვერსიის მსგავსად ტალღოვანი დიზაინი გააჩნია. ასეთი დიზაინი გათვლილია უკეთეს დინამიკასა და მრგვალ ფორმებზე, მაგრამ რა ქნას ისეთმა მომხმარებელმა, რომელსაც ავტომობილში აგრესიული და მასიური დიზაინი იზიდავს ? რა თქმა უნდა ეს სხვა თემაა... დავუბრუნდეთElantra Coupe-ს და გეტყვით, რომ იგი აღჭურვილია 1,8 ლიტრი მოცულობის, 4 ცილინდრიანი ძრავით (ანუ იგივე ძალური დანადგარით, რომელიც სედანსაც გააჩნია). ეს უკანასკნელი 148 ცხენისძალას და 177 ნიუტონმეტრს გამოიმუშავებს. ავტომობილის გაყიდვები 2012 წლის გაზაფხულიდან დაიწყება, რომლის ფასიც ჯერ-ჯერობით უცნობია, თუმცა საინტერესოა შეძლებს კი 2 კარიანი ვერსია ისეთივე პოპულარობის მოპოვებას და გაყიდვებში ლიდერობას, როგორც ეს სედანმა მოახერხა ?

სტატიის წყარო: Www.News.Drive.Ge
|