კვირა, 20.07.2025, 17:19
მოგესალმები Гость | RSS
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
რეკლამა
რეკლამა
შესვლის ფორმა
რეკლამა
რეკლამა
ქველმოქმედება
ძებნა
კალენდარი
«  აპრილი 2012  »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30
ვიდეო განწყობისთვი
ვიდეო განწყობისთვი
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
BMW თუ MERCEDES?
სულ პასუხი: 15
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
მთავარი » 2012 » აპრილი » 1 » 2012 Ford Mustang Shelby 1000
19:59
2012 Ford Mustang Shelby 1000


1 

კომპანია Shelby American-მა ინტერნეტ სივრცეში ყველაზე მძლავრი Shelby წარმოადგინა, რომელიც ოფიციალურად 6 აპრილს, New York Auto Show-ზე დაიბადება. ავტომობილი სახელწოდებით "Shelby 1000" გახლავთ Mustang-ის სპეც ვერსია, რომელიც 2012 Ford Shelby GT500-ის ბაზაზეა შექმნილი და კაპოტქვეშ 950 მუსტანგის ჯიშის ბედაურს იტევს, (ტრეკისთვის განკუთვნილ ვერსიას აღნიშნული მაჩვენებელი 1,100 ცხენამდე აქვს). "Carroll Shelby გახლავთ მეოცნებე ავტომოყვარული, რომელმაც ახალგაზრდობაშივე გაზარდა მაღალი პერფორმანსის ავტომობილებში შესაძლებლობათა ზღვარი. სწორედ ამ ადამიანის სურვილი გახლდათ Shelby 1000-ის შექმნა და მისი ნიუ იორკის ავტო შოუზე წარდგენა, რათა ამით მის მიერ შექმნილი პირველი Shelby Cobra-ს 50 წლის იუბილე აღენიშნა. აქედან გამომდინარე Shelby 1000-თან ერთად, ჩვენ აუცილებლად წარმოგიდგენთ მის წინაპარს, (CSX2000) Cobra #1-ს." - განაცხადა Shelby American-ის დირექტორმა John Luft-მა. 

1 

რა თქმა უნდა ამერიკელმა ინჟინრებმა, ავტომობილზე მუშაობა მისი 5,4 ლიტრიანი, V ტიპის 8 ცილინდრიანი ძრავით დაიწყეს, რომელსაც მათ ახალი ბარბაცები (იგივე შატუნი), ახალი ლილვები და ახალი დგუშები დაუყენეს. ამის შემდეგ ინჟინერთა გუნდმა შეცვალა ავტომობილის გაგრილების სისტემა, საბოლქვი სისტემა და ბოლოს ძრავს სრულიად ახალი სუპერჩარჯერიც დაუმატა. სხვა ტექნიკურ დანამატებში შესაძლოა ავღნიშნოთ, ახალი დისკური სამუხრუჭე სისტემა, (წინ 6 დგუშიანი უკან 4 დგუშიანი) და ახალი დაკიდების სისტემა, (რომელიც თავისმხრივ ახალი დგარისაგან, წინა სიმყარის სტაბილიზატორისაგან და სრულიად ახალი მილისისგან, იგივე ვტულკისგან შედგება).

ალბათ ფოტოებში ვიზუალური ცვლილებებიც შეამჩნიეთ, ისეთები როგორებიც არის, სპლიტერი, დიდი ზომის დისკები, ჭრილებიანი კაპოტი, უკანა დიფუზორი და საბარგულის სპოილერი. აღნიშნული კომპონენტები მეტ წილად აეროდინამიკური მახასიათებლების გაუმჯობესებაზეა გათვლილი და არა ვიზუალური ეფექტის მოსახდენათ, თუმცა მინდა ავღნიშნო, რომ დიზაინერებმა და ინჟინრებმა ეს ორი მახასიათებელი საკმაოდ კარგად გამიქსეს. Shelby 1000 შეზღუდული რაოდენობით გამოვა და თითოეული მათგანის ფასი დაახლოვებით $200,000 აშშ დოლარი იქნება. 

1 

1 

1 

1 

1 

1 

1 

1 

1 

1 

სტატიის წყარო: News.Drive.Ge

ნანახია: 701 | დაამატა: davita_96 | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Copyright MyCorp © 2025